logo_geo
რომის პაპი ფრანცისკე: დაე, სულიწმინდამ დაამკვიდროს მშვიდობა მთელს მსოფლიოში
- +

4 ივნისი. 2017. 22:03



რომის პაპი მსოფლიოს ყველა კათოლიკეს მოუწოდებს, რომ ილოცონ ლონდონისათვის.


სულთმოფენობის დღესასწაულზე რომის პაპმა ფრანცისკემ წმინდა პეტრეს მოედანზე შეკრებილ 60 ათას მორწმუნეს მიმართა და მოუწოდა მათ, ილოცონ ლონდონისთვის.

 

„დაე, სულიწმინდამ დაამკვიდროს მშვიდობა მთელს მსოფლიოში, განკურნოს ომით და ტეროროზმით ლონდონის მშვიდობიანი მოქალაქეებისათვის მიყენებული ჭრილობები. მოდით ვილოცოთ დაღუპულთათვის და მათი ოჯახის წევრებისათვის", - განაცხადა რომის პაპმა.


შეგახსენებთ, რომ წუხელ ლონდონში მომხდარი ტერორისტული აქტების შედეგად, ბოლო მონაცემებით გარდაცვლილია 7 და დაშავებულია 48 ადამიანი. ლონდონის პოლიციამ კი 3 თავდამსხმელის ლიკვიდაცია მოახდინა.



 

right_banner big_banner
არქივი