logo_geo
Facebook-ს უკვე 2 მილიარდამდე ადამიანი მოიხმარს
- +

4 ივნისი. 2017. 23:16




Facebook-ზე უკვე 2 მილიარდამდე ადამიანია რეგისტრირებული. სოციალური ქსელის მომხმარებელთა რაოდენობის ზრდის პარალელურად კი კომპანიის ყოველთვიური მოგებაც გაიზარდა და ის მილიარდ დოლარამდეა. ამის შესახებ The Telegraph წერს.


გამოცემის ცნობით, 2017 წლის პირველ ნახევარში, Facebook-ის მოგება, რომელიც კომპანიას სოციალურ ქსელში განთავსებული რეკლამებიდან აქვს, 75%-ით გაიზარდა და 3 მილიარდი დოლარი შეადგინა.


Telegraph-ი წერს, რომ Facebook-ზე ყოველთვიურად სოციალური ქსელის მომხმარებელთა საშუალო რიცხვი 80 მილიონიდან 1,94 მილიარდამდე გაიზარდა, ანუ მსოფლიო მოსახლეობის მეოთხედი Facebook-ს იყენებს. რაც შეეხება ყოველდღიურ მომხმარებლებს, მათი რაოდენობა 1.3 მილიარდი ადამიანია.


ბოლო პერიოდში, Facebook live-ის მეშვეობით განხორციელებულმა მკვლელობებმა, ქსელში გამოქვეყნებულმა არალეგალურმა და აგრესიულმა ინფორმაციამ, კომპანიის იმიჯი შელახა და არა ერთ სკანდალში გახვია. მიუხედავად ამისა, Facebook-ის მოგება მუდმივად იზრდება.


Facebook-ი 13 წლის წინ მარკ ცუკერბერგმა ჰარვარდში, საკუთარ საცხოვრებელ ოთახში შექმნა.


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი