logo_geo
ორი წლის შემდეგ Apple-მა ახალი iMac წარმოადგინა
- +

6 ივნისი. 2017. 00:38


კომპანია Apple-მა 2015 წლის აგვისტოს შემდეგ, პირველად, კონფერენცია WWDC 2017-ის ფარგლებში ახალი მოწყობილობები, ახალი iMac-ი და iMac Pro წარმოადგინა. ღონისძიების პირდაპირი ტრანსლიაცია ხელმისაწვდომია კომპანიის ვებგვერდზე. ინფორმაციას ავრცელებს ასევე The Guardian-ი.


ყველა ახალი iMac-ი მეშვიდე თაობის Intel Core-ის პროცესორზე იმუშავებს. 21,5-დუიმის iMac-ს აქვს 32 გიგაბაიტამდე ოპერატიული მეხსიერება, 27-დუიმიან მოდელს - 64 გიგაბაიტამდე. ისინი აღჭურვილია ახალი ეკრანით Retina 4K (21,5-დუიმიანი iMac) და 5К (27-დუიმიანი iMac).


5K მოდელი - პირველი iMac-ია, რომელიც უზრუნველყოფილია ვირტუალური რეალობის ტექნოლოგიით.


The New York Times-ის ცნობით, ახალი თაობის iMac-ის ფასი 1099 დოლარიდან დაიწყება. მისი მაქსიმალური ფასი იქნება - 1799 დოლარი.


ახალი iMac Pro იქნება არა ვერცხლისფერი, არამედ მუქი ნაცრისფერი. ის აღჭურვილია 8,10 და 18-ბირთვიანი პროცესორით. ოპერატიული მეხსიერება აღწევს 128 გიგაბაიტს. გაიყიდება ამ წლის დეკემბრიდან და ეღირება 5 000 დოლარი.


 

წყარო : wyaro
right_banner big_banner
არქივი