logo_geo
ბობ დილანმა ნობელის პრემიის ლექციის აუდიოჩანაწერი სტოკჰოლმში გაგზავნა
- +

6 ივნისი. 2017. 00:39



BBC-ის ინფორმაციით, მუსიკოსმა ბობ დილანმა საბოლოოდ გააგზავნა შვედეთის აკადემიაში ნობელიის პრემიასთან დაკავშირებული ლექციის აუდიჩანაწერი.


შვედეთის აკადემიის ოფიციალური განცხადებით, დილანის ლექცია როგორც მოსალოდნელი იყო, განსაკუთრებული და გამომხატველობითია. ახლა, როდესაც ლექცია მიღებულია, დილანთან დაკავშირებული თავგადასავალი დასასრულს მიუახლოვდა", - წერია განცხადებაში.


ნობელის პრემიის ტრადიციული ლექციისთვის განკუთვნილ აუდიჩანაწერში, მუსიკოსი განმარტავს თუ როგორ შეიძლება უკავშირდებოდეს მისი სიმღერები ლიტერატურას. ლექციის განმავლობაში ბობ დილანმა რამდენიმე წიგნი დაასახელა, რომლებმაც მასზე უდიდესი შთაბეჭდილება მოახდინეს. ეს წიგნებია: ჰერმან მელვილის "მობი დიკი", ერიხ მარია რემარკის "დასავლეთის ფრონტი უცვლელია" და ჰომეროსის "ოდისეა".


ბობ დილანის ნობელის პრემიის ლექციის აუდიჩანაწერის მოსმენა მსურველებს უკვე შეუძლიათ ამ ლინკზე.


რამდენიმეთვიანი გაურკვევლობის შემდეგ, მუსიკოსი და მწერალი ბობ დილანი  ლიტერატურის დარგში ნობელის პრემიის აღებას დათანხმდა. 2 აპრილს სტოკჰოლმში, მას კუთვნილი ნობელის მედალი და დიპლომი გადაეცა.


შვედეთის აკადემიამ ბობ დილანს ნობელის პრემია "ამერიკული სასიმღერო ტრადიციების ფარგლებში ახალი პოეტური გამომსახველობის შექმნისთვის" 2016 წლის ოქტომბერში მიანიჭა. თუმცა იმისთვის, რომ მას კუთვნილი ჯილდოები მიეღო (მათ შორის, 911 ათასი დოლარი), დილანს საჯარო ლექცია უნდა წაეკითხა. ამ მოთხოვნის შესრულებაზე მუსიკოსმა და მწერალმა უარი განაცხადა და თქვა, რომ საჯარო ლექციის ნაცვლად ის ვიდეოლექციებს გაგზავნიდა. საბოლოო ჯამში, მან უარი თქვა ნობელის პრემიის მიღებაზეც. მას შემდეგ მუსიკოსთან დაკავშირება აკადემიის წევრებს უჭირდათ.


 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი