logo_geo
Apple-მა თავისი საოპერაციო სისტემის ახალი ვერსია iOS 11 წარადგინა
- +

6 ივნისი. 2017. 06:29



კომპანია Apple-მა კონფერენცია WWDC 2017-ის ფარგლებში თავისი საოპერაციო სისტემის ახალი ვერსია iOS 11 წარადგინა. ინფორმაციას The Telegraph ავრცელებს.


ის ხელმისაწვდომი უკვე შემოდგომაზე გახდება და მომხმარებლები iMessage-ით და Apple Pay-თ ფულის გადარიცხვას, ასევე ფაილების იოლად მართვას და დისკზე ადგილის ეკონომიას შეძლებენ.


ახალ საოპერაციო სისტემაში ყველაზე რადიკალური სიახლე  ფაილების მენეჯერია, რადგან iOS-ის ძველ ვერსიებში, ფაილების ცენტრალიზებული მენეჯმენტი, როგორც ეს მაგალითად Windows-შია, არ არსებობდა. მომხმარებლები მათ სხვადასხვა აპლიკაციების საშუალებით მართავდნენ, ახლა კი ფაილების მართვა ხელით შეძლება.


ასევე გაუმჯობესებულია პერსონალური ასისტენტი Siri, რომელიც ხმოვან ფრაზას მისთვის ცნობილ ყველა ენაზე გადათარგმნის. დღეს Siri-მ იცის ინგლისური, ჩინური, ფრანგული, გერმანული და იტალიური.


ახალ სისტემაში გამარტივებულია ყველა საბაზისო აპლიკაციის ინტერფეისი. მართვის პუნქტი ახლა ორის ნაცვლად ერთ ეკრანზეა განთავსებული. გაუმჯობესებულია ფოტოების დამუშავების პროგრამები.


 

 

 

right_banner big_banner
არქივი