კომპანია Apple-მა კონფერენცია WWDC 2017-ის ფარგლებში თავისი საოპერაციო სისტემის ახალი ვერსია iOS 11 წარადგინა. ინფორმაციას The Telegraph ავრცელებს.
ის ხელმისაწვდომი უკვე შემოდგომაზე გახდება და მომხმარებლები iMessage-ით და Apple Pay-თ ფულის გადარიცხვას, ასევე ფაილების იოლად მართვას და დისკზე ადგილის ეკონომიას შეძლებენ.
ახალ საოპერაციო სისტემაში ყველაზე რადიკალური სიახლე ფაილების მენეჯერია, რადგან iOS-ის ძველ ვერსიებში, ფაილების ცენტრალიზებული მენეჯმენტი, როგორც ეს მაგალითად Windows-შია, არ არსებობდა. მომხმარებლები მათ სხვადასხვა აპლიკაციების საშუალებით მართავდნენ, ახლა კი ფაილების მართვა ხელით შეძლება.
ასევე გაუმჯობესებულია პერსონალური ასისტენტი Siri, რომელიც ხმოვან ფრაზას მისთვის ცნობილ ყველა ენაზე გადათარგმნის. დღეს Siri-მ იცის ინგლისური, ჩინური, ფრანგული, გერმანული და იტალიური.
ახალ სისტემაში გამარტივებულია ყველა საბაზისო აპლიკაციის ინტერფეისი. მართვის პუნქტი ახლა ორის ნაცვლად ერთ ეკრანზეა განთავსებული. გაუმჯობესებულია ფოტოების დამუშავების პროგრამები.