logo_geo
მიხაილო პოდოლიაკი: მთელი უკრაინის თავზე „ბოროტი რუსული სამყაროს“ მიერ გაშვებული 120-ზე მეტი რაკეტაა
- +

29 დეკემბერი. 2022. 13:10

 

 

უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩეველმა მიხაილო პოდოლიაკმა განაცხადა, რუსეთმა დღეს, 29 დეკემბერს, უკრაინაზე მორიგი მასიური სარაკეტო თავდასხმა განახორციელა. მისი თქმით, ქვეყანას 120 რაკეტა ესროლეს.

 

„მთელი უკრაინის თავზე „ბოროტი რუსული სამყაროს“ მიერ გაშვებული 120-ზე მეტი რაკეტაა, რათა გაანადგუროს კრიტიკული ინფრასტრუქტურა და მასობრივად დახოცოს მოსახლეობა.... ჩვენ ველოდებით „სამშვიდობოების“ შემდეგ წინადადებებს „მშვიდობის მოგვარების“, „უსაფრთხოების გარანტიებზე რუსეთისთვის“ და „არასასურველ პროვოკაციებზე“, - წერს პოდოლიაკი.

 

 

big_banner
არქივი