logo_geo
რუსეთის ენგელსის სამხედრო აეროდრომი კვლავ დაიბომბა
- +

29 დეკემბერი. 2022. 16:28

 

 

რუსეთის სარატოვის ოლქის ქალაქ ენგელსთან მდებარე სტრატეგიული ავიაციის აეროდრომი კვლავ დაიბომბა. ამის შესახებ „ეხო კავკაზა“ იუწყება.

 

რეგიონის ხელისუფლების ინფორმაციით, უკრაინული საფრენი აპარატი ჰაერსაწინააღმდეგო საშუალებებმა გაანადგურეს. დაზიანდა თუ არა აეროდრომი არ თვითმფრინავები, უცნობია.

 

ადგილობრივმა მოსახლეობამ რამდენიმე აფეთქების ხმა გაიგო. ენგელსი უკრაინის საზღვრიდან დაახლოებით 700 კმ-ში მდებარეობს. ეს სწორედ ის აეროდრომია, რომელსაც რუსული ძალები უკრაინაზე სარაკეტო იერიშებისთვის იყენებს.

 

აეროდრომზე შეტევა უკვე მესამედ განხორციელდა. იქ სულ მცირე 2 თვითმფრინავი იყო განადგურებული და ერთი ნაწილობრივ დაზიანდა. მეორე შეტევას კი 3 პილოტი ემსხვერპლა. დღეს დილიდან რუსეთმა უკრაინაზე კვლავ მასირებული სარაკეტო იერიში განახორციელა. სხვადასხვა ინფორმაციით, რუსულმა ძალებმა 100-ზე მეტი რაკეტა გაისროლეს. მათი უმეტესობა უკრაინის ჰაერსაწინააღმდეგო საშუალებებმა ჩამოაგდეს.

 

 

big_banner
არქივი