logo_geo
იენს სტოლტენბერგი: შესაძლოა, პარადოქსულად ჟღერდეს, თუმცა უკრაინის სამხედრო მხარდაჭერა მშვიდობისკენ ყველაზე მოკლე გზაა
- +

30 დეკემბერი. 2022. 15:15

 

 

შესაძლოა, პარადოქსულად ჟღერდეს, თუმცა უკრაინის სამხედრო მხარდაჭერა მშვიდობისკენ ყველაზე მოკლე გზაა, - განაცხადა NATO-ს გენერალურმა მდივანმა, გერმანულ სააგენტოსთან ინტერვიუში. იენს სტოლტენბერგის თქმით, რუსეთის პრეზიდენტი უნდა დარწმუნდეს, რომ ის თავის მიზანს, ანუ უკრაინაზე კონტროლის დაწესებას ვერ მიაღწევს.

 

სტოლტენბერგმა ასევე აღნიშნა, რომ შესაძლოა გაჩნდეს მშვიდობიანი მოლაპარაკებების გზით მიღწეული გადაწყვეტილება, რომელიც უკრაინის, როგორც დამოუკიდებელი, დემოკრატიული სახელმწიფოს გადარჩენას უზრუნველყოფს.

 

 

big_banner
არქივი