logo_geo
ედინბურგში სწრაფი კვების ობიექტის მეპატრონე იანვარში ხალხს პიცით უფასოდ გაუმასპინძლდება
- +

2 იანვარი. 2023. 13:54

 

 

სწრაფი კვების ობიექტის მეპატრონე მთელი იანვარის განმავლობაში ხალხს პიცას უფასოდ სთავაზობს. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

 

55 წლის მარკ ვილკინსონი ედინბურგში, მორნინგსაიდში სწრაფი კვების ობიექტის მფლობელია. მან დიდი ალტრუისტული ქმედება დაგეგმა ხალხისთვის, რომელსაც დღეს ფინანსური კრიზისი აქვს. მისი თქმით, ეს მისი თანამშრომლებისთვისაც მომგებიანია.

 

„ძალიან მომწონს ჩემი წამოწყება, რადგან ეს ყველასთვის გამარჯვებაა, როგორც კლიენტისთვის, ისე მომმარაგებლისთვისა და ჩემი გუნდის წევრებისთვის, რადგან მათ მეტი სამუშაო საათი გამოსდით“, - ამბობს ვილკინსონი.

 

„გამუდმებით მესმის, როგორ აისახება გაძვირებული ცხოვრება ხალხზე, ამიტომ ვიფიქრე, რომ ჩემი ღუმელები ისედაც მთელი დღე მუშაობს და მათ შეუძლიათ მეტი დატვირთვით იმუშაონ, თუ ეს ხალხს დაეხმარება. ალტრუიზმი ძალიან მაინტერესებს, ამიტომ გადავწყვიტე მეცადა“,- განაცხადა ვილკინსონმა.

 

მისი თქმით, ეს წამოწყება დაახლოებით 12 000 ფუნტი სტერლინგი დაჯდება.

 

ვილკინსონი, რომელმაც ბიზნესი „ლოქდაუნის“ დროს, 2020 წლის მარტში წამოიწყო, ამბობს, რომ მის ობიექტს 6 წუთში 18 პიცის წარმოების რესურსი აქვს.

 

ხალხი, რომლებიც ვილკინსონის ობიექტს ეწვევა, უფასო პიცას იანვრის განმავლობაში მიიღებს.

 

 

big_banner
არქივი