logo_geo
სტოლტენბერგი: დასავლეთი მზად უნდა იყოს უკრაინის გრძელვადიანი მხარდაჭერისთვის
- +

2 იანვარი. 2023. 17:45

 

 

NATO-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ დასავლეთი მზად უნდა იყოს უკრაინის გრძელვადიანი მხარდაჭერისთვის, რადგან რუსეთი დათმობის ნიშნებს არ აჩვენებს.

 

BBC-სთან ინტერვიუში იენს სტოლტენბერგმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ სამხედრო მხარდაჭერა უზრუნველყოფს უკრაინის, როგორც სუვერენული ქვეყნის გადარჩენას და რუსეთს აიძულებს, მოლაპარაკება აწარმოოს ომის დასრულების მიზნით.

 

მისი თქმით, რუსეთის მიერ გამოცხადებულმა ნაწილობრივმა მობილიზაციამ აჩვენა, რომ რუსეთს ამჟამად ომის დასრულების სურვილი არ აქვს.

 

„ახლა ჩვენ უნდა გავუწიოთ მხარდაჭერა უკრაინას, მათ შორის სამხედრო მხარდაჭერა, რადგან ეს ერთადერთი გზაა, რომ დავარწმუნოთ რუსეთი, რომ კეთილსინდისიერად აწარმოოს მოლაპარაკება და პატივი სცეს უკრაინას, როგორც სუვერენულ დამოუკიდებელ სახელმწიფოს. რისი მიღწევაც შეუძლია უკრაინას მოლაპარაკების მაგიდის გარშემო, მთლიანად დამოკიდებულია ბრძოლის ველზე მის სიძლიერეზე“, - აღნიშნა NATO-ს გენერალურმა მდივანმა.

 

„ჩვენ უნდა მოვემზადოთ ხანგრძლივი პერიოდისთვის, რადგან რუსეთი არ აპირებს უარი თქვას თავის მთავარ მიზანზე - უკრაინაზე კონტროლის დამყარებაზე“, - განაცხადა სტოლტენბერგმა.

 

 

big_banner
არქივი