logo_geo
CNN: მსახიობი ჯერემი რენერი მძიმედ დაშავდა
- +

2 იანვარი. 2023. 18:40

 

 

ამერიკელი მსახიობი ჯერემი რენერი კრიტიკულ, მაგრამ სტაბილურ მდგომარეობაშია მას შემდეგ, რაც თოვლის წმენდისას უბედური შემთხვევის შედეგად მძიმედ დაშავდა. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN ავრცელებს.

 

გავრცელებული ინფორმაციით, ინციდენტი ნევადას შტატში მოხდა, სადაც მსახიობს რანჩო აქვს. ადგილობრივი შერიფის ოფისს არ გაუვრცელებია დეტალები ჯერემი რენერის დაზიანებების ხარისხზე ან რამ გამოიწვია უბედური შემთხვევა.

 

 

big_banner
არქივი