logo_geo
აშშ-მ ეგვიპტეს დაუბრუნა ქვეყნიდან მოპარული უძველესი „მწვანე კუბო“
- +

3 იანვარი. 2023. 12:54

 

 

კონტრაბანდისტების მიერ მოპარული ძველეგვიპტური სარკოფაგი, ე.წ. „მწვანე კუბო“, რომელიც აშშ-ის მუზეუმში იყო წარმოდგენილი, ეგვიპტეში დააბრუნეს.

 

2,9 მ სიგრძის სარკოფაგი თარიღდება გვიანი დინასტიური პერიოდით, რომელიც გაგრძელდა ჩვენს წელთაღრიცხვამდე 664 წლიდან 332 წლამდე. ის ეკუთვნოდა მღვდელს სახელად ანხენმაატს.

 

სარკოფაგი ჩრდილოეთ ეგვიპტეში, აბუ-სირის ნეკროპოლისიდან მოიპარეს ხელოვნების კონტრაბანდისტთა საერთაშორისო ჯგუფმა, რომლებმაც ის გერმანიის გავლით შეერთებულ შტატებში 2008 წელს გადაიტანეს.

 

კოლექციონერმა, რომელიც მას ფლობდა, 2013 წელს დროებით გადასცა ჰიუსტონის საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა მუზეუმს.

 

სარკოფაგი სამშობლოში მრავალწლიანი გამოძიების შემდეგ დააბრუნეს და ორშაბათს კაიროში გამართულ ცერემონიაზე ამერიკელმა დიპლომატებმა ეგვიპტეს ოფიციალურად გადასცეს.

 

სექტემბერში მანჰეტენის ოლქის პროკურორმა ალვინ ბრაგმა დაადასტურა, რომ „მწვანე კუბო“, რომლის ღირებულება 1 მილიონ დოლარზე მეტია, ეგვიპტიდან კონტრაბანდულად იქნა გატანილი სიძველეების კონტრაბანდის საერთაშორისო ბანდის მიერ.

 

big_banner
არქივი