logo_geo
კათოლიკური სამყარო რომის ყოფილ პაპს, ბენედიქტ XVI-ს ემშვიდობება
- +

3 იანვარი. 2023. 15:15

 

 

კათოლიკური სამყარო რომის ყოფილ პაპს, ბენედიქტ XVI-ს ემშვიდობება. სამოქალაქო პანაშვიდზე პირველივე დღეს, 40 ათასზე მეტი მორწმუნე მივიდა. დაკრძალვის ცერემონია ხუთშაბათს გაიმართება. ბენედიქტ XVI-ს წმინდა პეტრეს ტაძარში დაკრძალავენ.

 

ბენედიქტე XVI 31 დეკემბერს 95 წლისა ვატიკანში, საკუთარ რეზიდენციაში გარდაიცვალა. ის კათოლიკურ ეკლესიას 2005-2013 წლებში მართავდა, ტახტიდან კი „მენტალური და ფიზიკური მდგომარეობის გაუარესების გამო“ გადადგა. ბოლო 600 წლის განმავლობაში ის პირველი პაპი გახდა, რომელმაც თანამდებობა ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო დატოვა.

 

 

big_banner
არქივი