logo_geo
93 წლის ქალბატონი საქორწილო კაბის შერჩევაში დახმარებას ითხოვს
- +

7 ივნისი. 2017. 00:58


საქორწილო კაბის შერჩევაში დახმარებას ითხოვს


93 წლის ქალბატონი ინტერნეტმომხმარებლებს საქორწილო კაბის შერჩევაში დახმარებას სთხოვს. 93 წლის სილვია მარტინი დიდი ხნის მეგობარ, 88 წლის ფრანკ რეიმონდს ცოლად მიჰყვება. ქორწილი ივლისშია დაგეგმილი, სილვიას კი ჯერაც არ აქვს გადაწყვეტილი, რომელი კაბა ჩაიცვას. ამიტომ პატარძალი დახმარებას ინტერნეტმომხმარებლებს სთხოვს. სილვია ინტერნეტში ოთხი კაბის ფოტოს აქვეყნებს და ადამიანებს მოუწოდებს საუკეთესო მათგანს ხმა მისცენ.


​სილვია ოთხივე კაბის ფოტოს ირგებს და სოციალურ ქსელში შემდეგი თანმიმდევრობით ანთავსებს:

 

1) - A

 

 

 

2) - B

 

 

 

3) - C

 

 

4) - D



ფრანკი დიდი ხნის განმავლობაში სთხოვდა სილვიას ხელს, თუმცა ქალბატონი წინააღმდეგი იყო. როგორც იქნა, სილვიამ თანხმობა განაცხადა და საქორწილო კაბის შერჩევაც დაიწყო.


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი