logo_geo
გერმანიაში Rammstein-ის ვოკალისტის ქანდაკება მოიპარეს
- +

5 იანვარი. 2023. 14:07

 

 

გერმანიაში ცნობილი როკ-ჯგუფის Rammstein-ის ვოკალისტის, ტილ ლინდემანის ქანდაკება მოიპარეს. ამის შესახებ DW Music იტყობინება.

 

ქანდაკება მუსიკოსის 60 წლის იუბილეს აღსანიშნავად, ქალაქ როსტოკში დადგეს, სადაც ლინდემანი გაიზარდა. მისი ავტორი კი მოქანდაკე როქსი როქსია. ძეგლი ადგილზე სულ რაღაც 24 საათის განმავლობაში იდგა.

 

როსტოკის პოლიციამ მომხდარზე გამოძიება დაიწყო.

 

 

big_banner
არქივი