logo_geo
პოდოლიაკი: რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის განცხადება „საშობაო ზავის“ შესახებ ცინიკური ხაფანგი და პროპაგანდის ელემენტია
- +

5 იანვარი. 2023. 18:38

 

 

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩეველმა, მიხაილო პოდოლიაკმა განაცხადა, რომ რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის განცხადება „საშობაო ზავის“ შესახებ ცინიკური ხაფანგი და პროპაგანდის ელემენტია.

 

„რუსეთის მართლმადიდებლურმა ეკლესიამ რუსეთს უკრაინელების გენოციდისკენ მოუწოდა, წაახალისა მასობრივი მკვლელობები და დაჟინებით მოითხოვს რუსეთის კიდევ უფრო დიდ მილიტარიზაციას. შესაბამისად, რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის განცხადება „საშობაო ზავის“ შესახებ ცინიკური ხაფანგი და პროპაგანდის ელემენტია“, - აღნიშნა პოდოლიაკმა.

 

მანამდე რუსეთის პატრიარქი საშობაო ზავის გამოცხადების ინიციატივით გამოვიდა.

 

 

big_banner
არქივი