logo_geo
გერმანიის ვიცე-კანცლერი: გერმანია უკრაინისათვის იარაღის მიწოდებას არ შეწყვეტს
- +

5 იანვარი. 2023. 18:52

 

 

 

 

გერმანიის ვიცე-კანცლერმა და ეკონომიკის მინისტრმა, რობერტ ჰაბეკმა განაცხადა, რომ გერმანია უკრაინისათვის იარაღის მიწოდებას არ შეწყვეტს.

 

რობერტ ჰაბეკის თქმით, გერმანია ყოველთვის დააკორექტირებს უკრაინაში იარაღის მიწოდებას „ბრძოლის ველზე მოთხოვნილებებიდან გამომდინარე“.

 

აღსანიშნავია, რომ 4 იანვარს საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის განუცხადა, რომ საფრანგეთი უკრაინას მსუბუქ ტანკებს მიაწვდის.

 

„[საფრანგეთის] პრეზიდენტს სურს გააძლიეროს უკრაინისათვის უკვე მიწოდებული სამხედრო დახმარება AMX-10 ტიპის მსუბუქი საბრძოლო ტანკების მიწოდებით. ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც უკრაინის შეიარაღებულ ძალებს დასავლური წარმოების ტანკები მიეწოდება“, - აღნიშნეს საფრანგეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში.

 

 

 

 

big_banner
არქივი