logo_geo
მექსიკაში ნარკობარონ „ელ ჩაპოს“ ვაჟი ოვიდიო გუსმან-ლოპესი დააკავეს, რასაც არეულობა და მსხვერპლი მოჰყვა
- +

6 იანვარი. 2023. 16:45

 

 

მექსიკის პოლიციამ და სამხედროებმა ნარკობარონ „ელ ჩაპოს“ ვაჟი, ნარკოკარტელ „სინალოას“ ლიდერი ოვიდიო გუსმან-ლოპესი დააკავეს, რასაც ქალაქ კულიაკანში არეულობა მოჰყვა. ამის შესახებ ადგილობრივი მედია იტყობინება.

 

სინალოას შტატის გუბერნატორის, რუბენ როშას განცხადებით, არეულობას 12 სხვადასხვა ადგილზე სროლა მოჰყვა, მოკლულია 7 პოლიციელი, 21 კი დაიჭრა. მშვიდობიან მოსახლეობას შორის დაშავებულია 8 ადამიანი, 3 კი გარდაიცვალა.

 

გარდა ამისა, ქალაქში დაფიქსირდა მაროდიორობის 25 შემთხვევა, დაიწვა 250 ავტომობილი, რომლებსაც შემდეგ ბოროტმოქმედები ქუჩების ბლოკირებისთვის იყენებდნენ. არსებული ინფორმაციით, ნარკოკარტელის წევრებმა ცეცხლი გაუხსნეს თვითმფრინავებს, რათა ოვიდიო გუსმან-ლოპესის ტრანსპორტირებისთვის შეეშალათ ხელი.

 

სამართალდამცველებმა სიტუაციის სტაბილიზება შეძლეს, ნარკოკარტელის ლიდერი გადაყვანილია მეხიკოში, საიდანაც, სავარაუდოდ, აშშ-ში მისი ექსტრადირება მოხდება.

 

 

big_banner
არქივი