logo_geo
8 წლის გოგომ ტურნირიდან დისკვალიფიკაცია მიიღო, რადგან „ბიჭს ჰგავდა“
- +

7 ივნისი. 2017. 01:36



BBC-ის ინფორმაციით, ქალაქ ომაჰის ქალების საფეხბურთო გუნდი საბავშვო ტურნირიდან მოხსნეს, რადგან ორგანიზატორებმა, გუნდის ერთი წევრი, ბიჭს მიამსგავსეს.


8 წლის მილი ერნანდესი, რომელიც 11-წლიანების გუნდში თამაშობს, მოკლე ვარცხნილობას ატარებს, რის გამოც, ტურნირის ორგანიზატორებს მის სქესთან დაკავშირებით, კითხვები გაუჩნდათ.


„როდესაც თმები მეზრდება, მე ყოველთვის ვიჭრი, რადგან არ მიყვარს გრძელ თმებში სიარული. თუ ვგავარ ბიჭს, არ ნიშნავს, რომ ბიჭი ვარ. ჩემს გამო მთელი გუნდი არ უნდა დაესაჯათ", - თქვა 8 წლის მილიმ.


გოგოს მშობლები ამბობენ, რომ ორგანიზატორებს მილის დაბადების მოწმობა წარუდგინეს, მაგრამ ამან შედეგი არ გამოიღო.


აშშ-ის ნაკრების ოლიმპიელი ჩემპიონები შემთხვევას გამოეხმაურნენ და მილის მხარი დაუჭირეს. მია ჰემმა, განაცხადა, რომ გოგოსთან შეხვედრა სურს და დაამატა, რომ ყველა მისი ჯილდო, მოკლე ვარცხნილობით აიღო.


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი