logo_geo
ნედ პრაისი: საშობაოდ, ცალმხრივად ცეცხლის შეწყვეტასთან დაკავშირებით პუტინის განცხადება სხვა არაფერია, თუ არა ცინიზმი
- +

7 იანვარი. 2023. 13:25

 

 

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა, ნედ პრაისმა რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის განცხადებას საშობაოდ, ცალმხრივად ცეცხლის შეწყვეტასთან დაკავშირებით ცინიზმი უწოდა.

 

„ეს არის ცინიზმი, ვინაიდან რამდენიმე დღის წინ, ახალი წლის დღეებში მოსკოვი ბომბავდა უკრაინის სამოქალაქო ინფრასტრუქტურას. ამ ობიექტებს სამიზნეებსაც ვერ დავარქმევ. ნაკლებად გვჯერა, რომ რუსეთის ამ განცხადების უკან შესაბამისი მზადყოფნა დგას. ვფიქრობთ, რომ რუსეთი შეეცდება, ნებისმიერი დროებითი პაუზა გამოიყენოს შესვენებისთვის, ძალების გადაჯგუფებისთვის და მორიგი თავდასხმისთვის. შესაბამისად, ამას ცეცხლის შეწყვეტას ვერ ვუწოდებთ. თუ რუსეთს სერიოზულად აქვს განზრახული მშვიდობის დამყარება და ომის დასრულება, ის გაიყვანდა თავის ჯარებს უკრაინის სუვერენული ტერიტორიიდან. ეს იქნებოდა ომის დასრულება და ამისკენ მოვუწოდებთ რუსეთს როგორც ჩვენ, ასევე უკრაინელები და მსოფლიოს უდიდესი ნაწილი“, - განაცხადა ნედ პრაისმა.

 

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა შობის დღესასწაულთან დაკავშირებით უკრაინაში ერთი დღით ცეცხლის შეწყვეტის განკარგულება გასცა.

 

 

big_banner
არქივი