logo_geo
თელ-ავივში საპროტესტო აქციებზე ათასობით ადამიანი გამოვიდა
- +

8 იანვარი. 2023. 13:04

 

 

საპროტესტო აქციები ისრაელში - მოსახლეობა ბენიამინ ნეთანიაჰუს პოლიტიკას ეწინააღმდეგება. თელ-ავივში გამართულ აქციაზე ქუჩაში ათასობით ადამიანი გამოვიდა.

 

დემონსტრანტების თქმით, ნეთანიაჰუს მიერ დაგეგმილი სასამართლო რეფორმა და პარლამენტისთვის უფლებამოსილების გაზრდა ქვეყანაში დემოკრატიის ხარისხს შეამცირებს. ამასთანავე ისინი შიშობენ, რომ ისრაელი დროთა განმავლობაში დიქტატორული რეჟიმის მქონე ქვეყნებს დაემსგავსება.

 

 

big_banner
არქივი