logo_geo
დიდი ბრიტანეთი უკრაინისთვის Challenger 2-ის ტიპის ტანკების გადაცემას განიხილავს
- +

9 იანვარი. 2023. 18:31

 

 

დიდი ბრიტანეთი უკრაინისთვის თავისი ძირითადი საბრძოლო ტანკების, Challenger 2-ის გადაცემის შესაძლებლობას განიხილავს. ამის თაობაზე Sky news იუწყება.

 

ამ ინფორმაციის მიხედვით, საწყის ეტაპზე 10 ასეთი მანქანის გადაცემა იგეგმება, რაც უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის საკმაოდ სერიოზული დახმარება იქნება. ტელეკომპანია იუწყება, რომ ლონდონის ამ ნაბიჯის შემდეგ, შესაძლოა, სხვა მოკავშირეებმაც ანალოგიური გადაწყვეტილება მიიღონ.  ამავე წყაროს ცნობით, მოლაპარაკება უკრაინისთვის ამ ტანკების გადაცემის შესახებ უკვე რამდენიმე კვირაა მიმდინარეობს.

 

მანამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ უკრაინამ, შესაძლოა, გერმანული Leopard-2-ის ტიპის ტანკები მიიღოს, მაგრამ ოფიციალურად ეს ინფორმაცია არ დადასტურებულა. გასულ კვირას ცნობილი გახდა, რომ აშშ უკრაინას გადასცემს Bradley-ის ტიპის მსუბუქ ტანკებს, ხოლო გერმანია ანალოგიური ტიპის საბრძოლო მანქანებს Mardar.

 

Challenger 2 დიდი ბრიტანეთის არმიის შეიარაღებაში 1994 წლიდან არის. ეს ძალზე თანამედროვე საბრძოლო მანქანაა, რომელიც თავისი ტექნიკური მახასიათებლებით რუსულ ტანკებს ბევრად უსწრებს. ტანკის წონა 62,5 ტონას შეადგენს. ის 120 მმ-იანი ქვემეხით და 7,62 მმ-იანი ტყვიამფრქვევით არის შეიარაღებული.

 

 

big_banner
არქივი