logo_geo
BBC: ბრაზილიის ყოფილი პრეზიდენტი ჟაირ ბოლსონარუ ჰოსპიტალიზებულია
- +

10 იანვარი. 2023. 11:06

 

 

ბრაზილიის ყოფილი პრეზიდენტი მუცლის არეში ძლიერი ტკივილების გამო საავადმყოფოში მოათავსეს. ამის შესახებ BBC წერს.

 

გამოცემის ინფორმაციით, პოლიტიკოსი აშშ-ში, ფლორიდაში, ორლანდოს მახლობლად მდებარე კლინიკაშია. ბრაზილიურ მედიაში ვარაუდობენ, რომ ბოლსონარუს ჯანმრთელობის მდგომარეობა 2018 წელს მასზე განხორციელებულ თავდასხმას უკავშირდება - მაშინ ის მუცელში დანით დაჭრეს.

 

8 იანვარს, ბრაზილიის ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციიდან 1 კვირაში, არჩევნებში დამარცხებული ბოლსონარუს მხარდამჭერებმა სახელმწიფო ინსტიტუტებზე თავდასხმა განახორციელეს. სამართალდამცველებმა 1 500-მდე ადამიანი დააკავეს, ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. ბოლსონარუმ მხარდამჭერების ქმედებები დაგმო.

 

 

big_banner
არქივი