logo_geo
უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილე: უკრაინის შეიარაღებული ძალები აგრძელებენ სოლედარის დაცვას - მძიმე ბრძოლები გრძელდება
- +

11 იანვარი. 2023. 00:18

 

უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილის, ანა მალიარის განცხადებით, უკრაინის შეიარაღებული ძალები აგრძელებენ დონეცკის ოლქის ქალაქ სოლედარის დაცვას.

უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, რომ ამჟამად მძიმე ბრძოლები გრძელდება.

„სოლედარს შესანარჩუნებლად მძიმე ბრძოლები გრძელდება. მტერი არ ითვალისწინებს თავისი პირადი შემადგენლობის დიდ დანაკარგებს და აგრძელებს აქტიურ შტურმს.

ჩვენი პოზიციების მისადგომები მტრის ჯარისკაცების ცხედრებითაა სავსე“, - აღნიშნა ანა მალიარმა.

9 იანვარს, ანა მალიარმა განაცხადა, რომ ქალაქ სოლედარის აღების წარუმატებელი მცდელობის შემდეგ, მტერმა ტაქტიკა შეცვალა და ახალი ძლიერი შეტევა დაიწყო.

big_banner
არქივი