logo_geo
აშშ-ის ავიაციის ფედერალური ადმინისტრაციის სისტემის გათიშვის გამო, 8 000-ზე მეტი ავიარეისი გადაიდო, 1 200-ზე მეტი კი გაუქმდა
- +

12 იანვარი. 2023. 10:12

 

 

აშშ-ის ავიაციის ფედერალური ადმინისტრაციის სისტემის გათიშვის გამო, 8 000-ზე მეტი ავიარეისი გადაიდო, 1 200-ზე მეტი კი გაუქმდა. ინფორმაციას CNN ავრცელებს.

 

გამოცემის ცნობით, ხარვეზის სრულად აღმოფხვრას ტექნიკური სამსახური ამ დრომდე ცდილობს. ფრენების ნაწილი დღის განმავლობაში შესრულდა.

 

მომხდარის შესახებ ინფორმირებულია პრეზიდენტი ჯო ბაიდენი, რომელმაც გამოძიება და ანგარიშის წარდგენა მოითხოვა.

 

 

big_banner
არქივი