logo_geo
ნურსულთან ნაზარბაევს საპატიო სენატორის წოდება და „ერის ლიდერის“ ტიტული ჩამოართვეს
- +

12 იანვარი. 2023. 17:00

 

 

ყაზახეთის ყოფილ პრეზიდენტს, ნურსულთან ნაზარბაევს საპატიო სენატორის წოდება ჩამოართვეს. ამის შესახებ ქვეყნის პარლამენტის ზედა პალატის (სენატის) თავმჯდომარემ, მაულენ აშიმბაევმა განაცხადა.

 

აშიმბაევის განცხადებით, საპატიო სენატორის წოდება სენატის რეგლამენტიდან უკვე ამოღებულია.

 

რეგლამენტში შესაბამისი ცვლილები დეპუტატებმა 19 დეკემბერს, ორივე პალატის ერთობლივ სხდომაზე დაამტკიცეს, თუმცა მაშინ ნაზარბაევისთვის საპატიო სენატორის წოდების ჩამორთმევის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.

 

მიმდინარე წლის 10 იანვარს ყაზახეთის საკონსტიტუციო სასამართლომ ძალადაკარგულად გამოაცხადა კანონი „პირველი პრეზიდენტის შესახებ“, რომელიც ნურსულთან ნაზარბაევს „ერის ლიდერად“ აცხადებდა და მისთვის პრივილეგიებისა და გარანტიების უზრუნველყოფას არეგულირებდა.

 

 

big_banner
არქივი