logo_geo
გერმანიის თავდაცვის მინისტრი: გერმანიის მთავრობას ჯერ არ მიუღია გადაწყვეტილება უკრაინისათვის Leopard-ის ტანკების მიწოდების შესახებ
- +

12 იანვარი. 2023. 20:25

 

გერმანიის თავდაცვის მინისტრმა, კრისტინ ლამბრეხტმა განაცხადა, რომ გერმანიის მთავრობას ჯერ არ მიუღია გადაწყვეტილება უკრაინისათვის Leopard-ის ტანკების მიწოდების შესახებ.

კრისტინ ლამბრეხტმა აღნიშნა, რომ გერმანია არ აპირებს ცალმხრივი ნაბიჯების გადადგმას კიევისთვის იარაღის მიწოდების საკითხთან დაკავშირებით.

გერმანიის თავდაცვის მინისტრმა ასევე განაცხადა, რომ ოფიციალური ბერლინი შეეცდება უკრაინას Marder-ის ქვეითთა საბრძოლო მანქანები წლის პირველ ნახევარში გადასცეს.

„ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინას სხვადასხვა სისტემით, არტილერიით, ასევე საჰაერო თავდაცვის სისტემებით“, - განაცხადა მან.

big_banner
არქივი