logo_geo
ბორის ჯონსონი უახლოეს თვეებში უკრაინაში ჩასვლას და ზელენსკისთან შეხვედრას გეგმავს
- +

13 იანვარი. 2023. 11:16

 

 

უახლოეს მომავალში დიდი ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ბორის ჯონსონი უკრაინაში ჩასვლას და პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრას გეგმავს. ამის შესახებ „The Guardian“ ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით წერს.

 

გამოცემის თანახმად, ბორის ჯონსონმა მეგობრებს განუცხადა, რომ აპირებს კიევში ჩასვლას უახლოეს თვეებში, რათა გამოხატოს თავისი საზოგადოებრივი მხარდაჭერა უკრაინის მიმართ, რომელიც ეწინააღმდეგება რუსეთის აგრესიას.

 

უკრაინულმა წყაროებმა გაზეთს დაუდასტურეს, რომ ჯონსონი აპირებს კიევში ჩასვლას, მაგრამ ჯერჯერობით კონკრეტული ინფორმაცია არ აქვთ ვიზიტის თარიღების შესახებ. მათი თქმით, ზელენსკი და ბრიტანეთის ყოფილი პრემიერი ერთმანეთს მეგობრებად მიიჩნევენ.

 

გამოცემის ცნობით, ჯონსონის გეგმებმა მაღალი რანგის კონსერვატორების შეშფოთება გამოიწვია, რადგან მათ მიაჩნიათ, რომ ამგვარმა მოგზაურობამ შესაძლოა, შეარყიოს მოქმედი პრემიერ-მინისტრის, რიში სუნაკის ავტორიტეტი.

 

სუნაკის ერთ-ერთმა მოკავშირემ თქვა, რომ „სიტუაცია იქ (უკრაინაში) უკიდურესად მყიფეა, ამიტომ ის (ჯონსონი - რედ) ფრთხილად უნდა იყოს, რომ საფრთხე არ შეუქმნას რიშის ურთიერთობას ზელენსკისთან“, - აღნიშნავს გამოცემა.

 

 

big_banner
არქივი