logo_geo
ელვის პრესლის ერთადერთი ქალიშვილი გარდაიცვალა
- +

13 იანვარი. 2023. 12:19

 

 

ამერიკელი მომღერლის, როკ-ენ-როლის მეფედ წოდებული ელვის პრესლის ერთადერთი ქალიშვილი ლიზა მარია პრესლი გარდაიცვალა. ინფორმაციას პრესლის გარდაცვალების შესახებ „ეიბისი ნიუსი“ ოჯახის ახლობელზე დაყრდნობით ავრცელებს.

 

ლიზა მარია პრესლი  54 წლის იყო.

 

„ჩემმა ულამაზესმა ქალიშვილმა ლიზა მარიმ დაგვტოვა“, - თქვა ლიზა მარია პრესლის დედამ პრისცილა პრესლიმ.

 

12 იანვარს კი, პრესლიმ დედამ დაადასტურა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მისი ქალიშვილი სასწრაფოდ გადაიყვანეს სამედიცინო დაწესებულებაში.

 

ლიზა მარი პრესლი მიმდინარე კვირას ბევერლი-ჰილზში „ოქროს გლობუსის“ მე-80 ცერემონიას დაესწრო.

 

ამერიკული მედია არ წერს იმის შესახებ, თუ რა დიაგნოზით გარდაიცვალა ვარსკვლავის შვილი.

 

 

big_banner
არქივი