logo_geo
უკრაინამ უარყო რუსეთის განცხადება სოლედარის „აღების“ შესახებ
- +

13 იანვარი. 2023. 16:05

 

 

რუსმა ოკუპანტებმა არ აიღეს დონეცკის ოლქის ქალაქი სოლედარი. რუსების განცხადებები ქალაქის სავარაუდო „აღების“ შესახებ რეალობას არ შეესაბამება. ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთის ჯგუფის სპიკერმა სერგი ჩერევატიმ განაცხადა, რითაც უარყო რუსეთის ფედერაციის განცხადებები, წერს RBC-Ukraine.

 

„არა, ეს სიმართლეს არ შეესაბამება. ქალაქში ბრძოლები მიმდინარეობს“, - თქვა ჩერევატიმ.

 

ამასთან, მან, უსაფრთხოების მიზნით, ამ მიმართულებით არსებული ვითარების შესახებ დეტალურად საუბარზე უარი თქვა.

 

 

big_banner
არქივი