logo_geo
ალექსეი არესტოვიჩი: უკრაინელი ჯარისკაცები სოლედარის დატოვებას არ აპირებენ
- +

13 იანვარი. 2023. 17:49

 

 

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის უფროსის მრჩეველმა ალექსეი არესტოვიჩმა სოლედარში არსებული ვითარების შესახებ ისაუბრა.

 

მისი თქმით, გადაწყვეტილებას, დატოვებენ თუ არა უკრაინელი სამხედროები ქალაქს, არა რუსეთი, არამედ უკრაინა იღებს.

 

„უკრაინის შეიარაღებული ძალები ჯერ არ აპირებენ სოლედარის დატოვებას. რუსულენოვან სივრცეში სოლედარის შესახებ დისკუსიები რუსეთის დღის წესრიგში შევიდა. უნდა მოვუსმინოთ გენერალური შტაბის ანალიზს. მათ ძალიან მკაფიოდ თქვეს: უკრაინის შეიარაღებული ძალების სარდლობას უჭირავს სოლედარი, მასში ბრძოლები მიმდინარეობს. არა ყველა, რა თქმა უნდა, მაგრამ სოლედარის ნაწილი იმართება. სიტუაციას აკონტროლებს უკრაინა და ის წყვეტს, რა გააკეთოს შემდეგ და არა რუსეთი.

 

თუ უკრაინის შეიარაღებული ძალები სოლედარს დატოვებენ, ეს გაქცევა არ იქნება. ეს იქნება სარდლობის დაგეგმილი გადაწყვეტილება, რომელიც ძალებს თავდაცვის ერთი ხაზიდან მეორეში გადაიყვანენ“, - განაცხადა არესტოვიჩმა.

 

 

big_banner
არქივი