logo_geo
ირანში თავდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე ალირეზა აკბარი სიკვდილით დასაჯეს
- +

14 იანვარი. 2023. 16:38

 

 

ირანში, თავდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე ალირეზა აკბარი სიკვდილით დასაჯეს. იგი ბრიტანეთისა და ირანის ორმაგ მოქალაქეობას ფლობდა.

 

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, აკბარის სიკვდილით დასჯას „ბარბაროსული რეჟიმის მიერ ჩადენილი ლაჩრული ქმედება“ უწოდა. რიში სუნაკის თქმით, ირანის მმართველები ადამიანის უფლებებს პატივს არ სცემენ.

 

ალირეზა აკბარი 2019 წელს დააკავეს და სიკვდილი მიუსაჯეს. მას გაერთიანებული სამეფოს ჯაშუშობაში დასდეს ბრალი. აკბარი ბრალდებას უარყოფდა.

 

 

big_banner
არქივი