logo_geo
ლონდონში თავდასხმის შედეგად 7 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 7 წლის ბავშვია
- +

15 იანვარი. 2023. 16:48

 

 

ლონდონში თავდასხმის შედეგად 7 ადამიანი დაშავდა. მათ შორის 7 წლის ბავშვია. თავდასხმა იუსტონის რკინიგზის სადგურის სიახლოვეს, ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა, სადაც დაკრძალვის ცერემონია ტარდებოდა. დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს. ერთი მათგანის მდგომარეობა მძიმეა.

 

თავდასხმის მოტივი ამ დრომდე უცნობია. პოლიციას დამნაშავე ჯერჯერობით არ დაუკავებია.

 

 

big_banner
არქივი