logo_geo
„ვაგნერის“ ერთ-ერთი მეთაური ნორვეგიაში გაიქცა
- +

16 იანვარი. 2023. 09:16

 

 

რუსული გასამხედროებული დაჯგუფების „ვაგნერის“ ერთ-ერთი მეთაური ანდრეი მედვედევი ნორვეგიაში გაიქცა. ცოტა ხნის წინ უფლებადამცველი ორგანიზაციის „გულაგუს“ საიტზე მისი აუდიომიმართვა გავრცელდა.

 

მედვედევი ჰყვება, თუ როგორ უსწორდებოდნენ მის თანამებრძოლებს იმის გამო, რომ დანაშაულებრივი ბრძანებების შესრულებაზე უარს ამბობდნენ.

 

გაქცეული მეთაური ნორვეგიას თავშესაფარს სთხოვს და ჩვენების მიცემას საერთაშორისო სასამართლოში აპირებს.

 

 

big_banner
არქივი