logo_geo
ნიგერიაში კათოლიკე მღვდელი ცოცხლად დაწვეს
- +

16 იანვარი. 2023. 11:42

 

 

ადგილობრივი პოლიციის განცხადებით, ნიგერიის ჩრდილოეთით ნიგერიელი კათოლიკე მღვდლის რეზიდენციას ცეცხლი წაუკიდეს, სადაც სასულიერო პირი ცოცხლად დაიწვა. ამის შესახებ „ეიბისი ნიუსი“ იტყობინება.

 

პოლიციის სპიკერის ვასიუ აბიოდუნის ინფორმაციით, ბანდიტებმა მეუფე ისააკ აჩი ნიგერის შტატის პაიკოროს რაიონში მას შემდეგ მოკლეს, რაც მის სახლში ვერ შეიჭრნენ და ამის ნაცვლად რეზიდენციას ცეცხლი წაუკიდეს.

 

ამავე ინფორმაციით, რეზიდენციაში მცხოვრებმა მეორე მღვდელმა გაქცევა მოახერხა.

 

„ბანდიტები ცდილობდნენ რეზიდენციაში შესვლას, რაც რთული ჩანდა, ამიტომ მათ რეზიდენციას ცეცხლი წაუკიდეს და კათოლიკე მღვდელი დაწვეს“, - აცხადებს ვასიუ აბიოდუნი.

 

ნიგერიის ჩრდილოეთ და ცენტრალურ რეგიონებში ბანდიტები გამოსასყიდის მიღების მიზნით ათასობით ადამიანს კლავენ და იტაცებენ.

 

გასული წლის ივლისში მეუფე ჯონ მარკ კიეტნუმი მოკლეს მას შემდეგ, რაც ის ჩრდილო-დასავლეთ კადუნას შტატიდან გაიტაცეს.

 

შტატის გუბერნატორმა აბუბაკარ სანი ბელომ თქვა, მკვლელობა იმის მანიშნებელია, რომ უსაფრთხოდ არავინაა.

 

ნიგერიის ქრისტიანულმა ასოციაციამ ხელისუფლებას სთხოვა, გამოიძიონ და მეტი გააკეთონ მშვიდობიანი მოსახლეობის დასაცავად.

 

 

big_banner
არქივი