logo_geo
ბერბოკი: ჰააგაში სპეციალური ტრიბუნალი უნდა შეიქმნას, რომელიც უკრაინაში რუსეთის მიერ ჩადენილ დანაშაულებს გამოიძიებს
- +

16 იანვარი. 2023. 22:03

 

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანალენა ბერბოკმა განაცხადა, რომ ჰააგაში სპეციალური ტრიბუნალი უნდა შეიქმნას, რომელიც უკრაინაში რუსეთის მიერ ჩადენილ დანაშაულებს გამოიძიებს.

ეს შეიძლება გახდეს სასამართლო, რომელიც უკრაინის სისხლის სამართლის კოდექსს დაეფუძნება“, - განაცხადა ბერბოკმა და დასძინა, რომ ასეთ სასამართლოს შეიძლება დაემატოს „საერთაშორისო ელემენტები“, განთავსდეს უკრაინის ფარგლებს გარეთ და შეიქმნას „პარტნიორების ფინანსური მხარდაჭერით“.

გერმანიის საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, ასეთი სასამართლო დაკომპლექტებული იქნება „სხვადასხვა ქვეყნის პროკურორებითა და მოსამართლეებით, რათა უზრუნველყოფილი იყოს მისი მიუკერძოებლობა და ლეგიტიმაცია“.

big_banner
არქივი