logo_geo
ფინეთის პრემიერი: უკრაინა NATO-ს წევრი რომ ყოფილიყო, რუსეთი უკრაინაში არ შეიჭრებოდა
- +

18 იანვარი. 2023. 01:19

 

 

 

ფინეთის პრემიერ-მინისტრმა, სანა მარინმა განაცხადა, რომ უკრაინა NATO-ს წევრი რომ ყოფილიყო, რუსეთი უკრაინაში არ შეიჭრებოდა.

 

„ჩვენ შეგვიძლია გადავხედოთ ისტორიას და საკუთარ თავს დავუსვათ კითხვა: უნდა იყოს თუ არა უკრაინა უკვე NATO-ს წევრი? მაშინ უკრაინაში ომი არ იქნებოდა და ამიტომაც ფინეთი და შვედეთი NATO-ში გაწევრიანების რატიფიცირებას ახდენენ“, - აღნიშნა ფინეთის პრემიერ-მინისტრმა.

 

სანა მარინმა ასევე განაცხადა, რომ 2014 წელს, როდესაც რუსეთი თავს დაესხა ყირიმს, ევროპასა და მის მოკავშირეებს უფრო მტკიცედ უნდა ემოქმედათ.

 

„ჩვენ გვინდა გავხდეთ NATO-ს წევრი, რადგან აღარ გვინდა ომი ფინეთში“, - აღნიშნა მან.

 

 

big_banner
არქივი