logo_geo
უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრი დენის მონასტირსკი ავიაკატასტროფას ემსხვერპლა
- +

18 იანვარი. 2023. 12:32

 

 

უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრი დენის მონასტირსკი ავიაკატასტროფას ემსხვერპლა. ამის შესახებ უკრაინის ეროვნული პოლიციის ხელმძღვანელმა იგორ კლიმენკომ განაცხადა.

 

ვერტმფრენი, რომლის ბორტზეც ასევე შს მინისტრის პირველი მოადგილე და სახელმწიფო მდივანი იმყოფებოდნენ, კიევის ოლქში, ბროვარში ჩამოვარდა.

 

ამ დროისთვის გარდაცვლილია 16 ადამიანი, მათ შორის 2 ბავშვია. მათგან 9 ვერტმფრენის ბორტზე იმყოფებოდა. 22 დაშავებული საავადმყოფოში იმყოფება, მათგან 10 ბავშვია“, - განაცხადა კლიმენკომ.

 

 

big_banner
არქივი