logo_geo
სტოლტენბერგი: პუტინმა უნდა გააცნობიეროს, რომ ბრძოლის ველზე ვერ გაიმარჯვებს
- +

18 იანვარი. 2023. 19:50

მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ უკრაინისათვის იარაღის მიწოდების მნიშვნელოვანი ზრდა უნდა მოხდეს.

„ეს გადამწყვეტი მომენტია ომში და აუცილებელია უკრაინის მხარდაჭერის მნიშვნელოვნად გაზრდა. თუ გვსურს ხვალ მოლაპარაკებების გზით მშვიდობიანი გადაწყვეტის მიღწევა, დღეს უფრო მეტი იარაღი უნდა მივაწოდოთ [უკრაინას]“, - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.

„[რუსეთის] პრეზიდენტმა მშვიდობისთვის მზადების არანაირი ნიშანი არ აჩვენა და ამიტომ მან უნდა გააცნობიეროს, რომ ბრძოლის ველზე ვერ გაიმარჯვებს“, - დასძინა ნატოს გენერალურმა მდივანმა.

big_banner
არქივი