logo_geo
სერბეთის პრეზიდენტი: ჩვენთვის ყირიმი უკრაინაა, დონბასი უკრაინაა და ასე იქნება ყოველთვის
- +

19 იანვარი. 2023. 01:18

სერბეთის პრეზიდენტმა, ალექსანდრ ვუჩიჩმა განაცხადა, რომ მის ქვეყანას არ შეუძლია მხარი დაუჭიროს უკრაინაში რუსეთის შეჭრას და ყირიმსა და დონბასს უკრაინის ტერიტორიებად აღიარებს.

„ჩვენ თავიდანვე განვაცხადეთ, რომ არ შეგვიძლია და არ გვაქვს უფლება მხარი დავუჭიროთ რუსეთის შეჭრას უკრაინაში. ჩვენთვის ყირიმი უკრაინაა, დონბასი უკრაინაა და ასე იქნება ყოველთვის“, - აღნიშნა სერბეთის პრეზიდენტმა.

ალექსანდრ ვუჩიჩმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ სერბეთი ყველაფერში მხარს არ უჭერს რუსეთის ხელისუფლებას.

„ჩვენ ყოველთვის არ ვართ კმაყოფილი მათი ზოგიერთი პოზიციით. ჩვენ ტრადიციულად კარგი ურთიერთობა გვაქვს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ მხარს ვუჭერთ ყველა გადაწყვეტილებას ან უმეტეს გადაწყვეტილებას, რომელიც მოდის კრემლიდან“, - განაცხადა მან.

big_banner
არქივი