logo_geo
ზელენსკი: რუსეთი რევანშისთვის ემზადება, თუმცა არ გამოუვათ
- +

18 იანვარი. 2023. 22:36

 

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ფრონტზე არსებული ვითარების აღწერისას განაცხადა, რომ ზამთარში საომარი მოქმედებები შენელდა, რუსეთი რევანშისთვის ემზადება, თუმცა ეს არ გამოუვა.

ომი მართლაც ნელდება ზამთარში. არის გასაგები გარემოებები და გასაგები მიზეზები. ყველა იღლება: ბუნება, ხალხი და მადლობა ღმერთს, მტერიც. ეს ყველაფერი ასე გამოიყურება: ყოველდღიური სასტიკი ბრძოლები ჩვენი ქვეყნის აღმოსავლეთში. ჩვენ მტკიცედ და ძლიერად ვდგავართ.

რაც შეეხება ჩვენი სახელმწიფოს სხვა ნაწილებს, სამხრეთსა და ჩრდილოეთს, ჩვენ ვაკონტროლებთ სიტუაციას.

ჩვენ ვხედავთ, რომ რუსეთი ცდილობს წინ წავიდეს, გაძლიერდეს და მოემზადოს რევანშისთვის. ჩვენ მივიჩნევთ, რომ ისინი წარმატებას ვერ მიაღწევენ, რადგან ისინი ებრძვიან არა უკრაინას, არამედ ცხოვრებისადმი ცივილიზებულ მიდგომას“, - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.

big_banner
არქივი