logo_geo
„მივდივარ კიევში“ - შარლ მიშელი უკრაინაში გაემგზავრა
- +

19 იანვარი. 2023. 11:55

 

 

ევროსაბჭოს ხელმძღვანელი, შარლ მიშელი უკრაინის დედაქალაქს დღეს, 19 იანვარს ეწვევა. ის კიევში რამდენიმე შეხვედრის გამართვას აპირებს.

 

მიშელმა სოციალურ ქსელში მატარებლის ვიდეო გამოაქვეყნა და აღნიშნა, რომ უკვე კიევში მიემგზავრება.

 

„მე მივდივარ კიევში და დღეს შევხვდები პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის, პრემიერ-მინისტრ დენის შმიგალს და დეპუტატებს“, - განაცხადა მიშელმა.

 

მან ასევე შეახსენა ევროპელებს, რომ უკრაინა აგრძელებს ბრძოლას არა მხოლოდ მისი დამოუკიდებლობისთვის, არამედ მთელი ევროპის თავისუფლებისთვის, უსაფრთხოებისა და მშვიდობისთვის.

 

„უკრაინელებს სჭირდებათ და იმსახურებენ ჩვენს მხარდაჭერას და ჩვენ განვიხილავთ კონკრეტულ ზომებს პრეზიდენტ ზელენსკისთან და მის გუნდთან, რათა უკრაინა გაძლიერდეს“, - დასძინა ევროპული საბჭოს ხელმძღვანელმა.

 

https://twitter.com/CharlesMichel/status/1615960803932241921 

 

 

big_banner
არქივი