logo_geo
ბელარუსიდან „კინჟალის“ ჰიპერბგერითი რაკეტების მატარებელი გამანადგურებლები აფრინდნენ - უკრაინაში საჰაერო განგაშია გამოცხადებული
- +

19 იანვარი. 2023. 12:39

 

 

ბელარუსში განლაგებული რუსული ავიაგამანადგურებლები, რომლებიც „კინჟალის“ ჰიპერბგერითი რაკეტების მატარებლები არიან, ჰაერში აფრინდნენ.

 

სავარაუდოა, რომ ოკუპანტები უკრაინის რომელიმე ქალაქზე სარაკეტო იერიშს მიიტანენ.

 

უკრაინის ყველა ოლქში ამჟამად საჰაერო განგაშია გამოცხადებული.

 

„კინჟალის“ტიპის რაკეტები ახალი ჰიპერბგერითი იარაღის ერთ-ერთი კომპონენტია, რომელიც რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა 2018 წელს წარმოადგინა თავის გამოსვლაში, რომელშიც თქვა, რომ ისინი შეიძლება მისწვდნენ მსოფლიოს თითქმის ნებისმიერ წერტილს და გვერდი აუარონ აშშ-ის ანტისარაკეტო ფარს.

 

 

big_banner
არქივი