logo_geo
შარლ მიშელი: დამოუკიდებელი და უსაფრთხო ევროპა დამოუკიდებელი და უსაფრთხო უკრაინის გარეშე არ შეიძლება იყოს
- +

19 იანვარი. 2023. 20:18

მალე სამიტზე ჩვენ განვიხილავთ თქვენი ქვეყნისთვის მხარდაჭერის ყველა მიმართულებას, როგორც რუსეთის წინააღმდეგ თქვენს მამაცურ წინააღმდეგობას, ასევე თქვენს გზას ევროკავშირისკენ, - ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა კიევში განაცხადა.

„ჩემო ძვირფასო უკრაინელ ძმებო და დებო, თქვენთვის ძვირფასია თავისუფლება, დემოკრატია და ის ღირებულებები, რომლებსაც ჩვენ ვიზიარებთ, როგორც ევროპელები. თქვენ გადაწყვიტეთ შემოგვიერთდეთ ჩვენს კავშირში და ამისთვის ძალიან დიდ ფასს იხდით. არასოდეს დამავიწყდება ის ახალგაზრდა ბიჭი, რომელიც ბოროდიანკაში გავიცანი. მან მომიყვა ამბავი, როგორ დაესხნენ თავს რუსი ჯარისკაცები მის სახლს და როგორ გაუწია ბებიამ წინააღმდეგობა რუს ჯარისკაცებს. ბავშვმა არასოდეს უნდა განიცადოს ეს, არც უკრაინაში, არც არსად. ევროკავშირი დღეს თქვენთანაა. ჩვენ ვიქნებით თქვენთან ხვალ და რამდენიც უკრაინას დასჭირდება. ამ ომმა დიდი ტანჯვა გამოიწვია. მაგრამ იმ ბიჭს ბოროდიანკადან უფრო ნათელი მომავალი ელის. უფრო ნათელი მომავალი გელით ყველას.უკრაინის მომავალი ევროკავშირშია. დამოუკიდებელი და უსაფრთხო ევროპა დამოუკიდებელი და უსაფრთხო უკრაინის გარეშე არ შეიძლება იყოს . თავისუფალი ევროპა თავისუფალი უკრაინის გარეშე არ შეიძლება. ჩვენი მომავალი ერთმანეთთან არის დაკავშირებული. დიდება უკრაინას“, - განაცხადა შარლ მიშელმა.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი ვიზიტით უკრაინის დედაქალაქ კიევში იმყოფება. ვიზიტის ფარგლებში, მან უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლებთან რუსეთის წინააღმდეგ უკრაინის ბრძოლის მხარდაჭერის კონკრეტული ზომები განიხილა.

big_banner
არქივი