logo_geo
ზელენსკი: უკრაინისათვის დასავლური წარმოების ტანკების მიწოდება კვლავ აქტუალური და სენსიტიური საკითხია
- +

19 იანვარი. 2023. 22:16

 


უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინისათვის დასავლური წარმოების ტანკების მიწოდება კვლავ აქტუალური და სენსიტიური საკითხია რუსეთის წინააღმდეგ ომში.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, ტანკების მიწოდებასთან დაკავშირებით შექმნილი ჩიხური სიტუაცია ბევრ მიზეზზეა დამოკიდებული და სამწუხაროდ არ არის დამოკიდებული უკრაინის სურვილზე.

„ჩვენ ყველა ველოდებით იმ ქვეყნის მიერ ნებართვის გაცემას, რომელსაც აქვს უფლებები კონკრეტულ ლიცენზიაზე. ჩვენი მეომრების გამბედაობა და უკრაინელი ხალხის მოტივაცია არ არის საკმარისი რუსეთის ათასობით ტანკის წინააღმდეგ“, - განმარტა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

18 იანვარს, გერმანულ გაზეთ Süddeutsche Zeitung-მა წყაროებზე დაყრდნობით ინფორმაცია გაავრცელა, რომ გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა სამშაბათს აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენთან საუბარში განაცხადა, რომ გერმანია უკრაინას Leopard 2-ის ტანკებს მიაწვდის, თუმცა იმ პირობით, თუ ამერიკული მხარე უკრაინას Abrams-ის ტანკებს გაუგზავნის.

ევროპარლამენტი გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცს მოუწოდებს, შესაძლებელი გახადოს უკრაინისათვის Leopard-ის ტანკების მიწოდება.

big_banner
არქივი