logo_geo
კალიფორნიის მთებში ბრიტანელი მსახიობი ჯულიან სენდსი გაუჩინარდა. მას კვირაზე მეტია ეძებენ
- +

20 იანვარი. 2023. 01:34

 

 

65 წლის ბრიტანელი მსახიობი, ჯულიან სენდსი, სამხრეთ კალიფორნიის მთიან რაიონში ჰაიკინგის დროს უგზო-უკვლოდ დაიკარგა. ამის შესახებ ადგილობრივ მთავრობაზე დაყრდნობით Variety წერს.

 

სენდსი 13 იანვარს, საღამოს დაიკარგა. ამის შესახებ მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც მსახიობის ოჯახმა განაცხადა, რომ ის სასეირნოდ წავიდა და აღარ დაბრუნებულა. ამასთან, სენდსის ავტომობილი ნაპოვნია.

 

14 იანვარს, მაშველებმა მსახიობის ძებნმა ამინდის გაურესებისა და მეწყერის ჩამოწოლის საფრთხის გამო შეაჩერეს. მედიის ცნობით, ადგილობრივი მთავრობა აღნიშნულ რაიონში ვერტმფრენებს პერიოდულად აგზავნის.

 

ჯულიან სენდსი 150-ზე მეტ ფილმსა და სერიალშია გადაღებული.

 

 

big_banner
არქივი