logo_geo
სტოლტენბერგი: საჭიროა ფოკუსირება არა მხოლოდ უკრაინისათვის ახალი იარაღის მიწოდებაზე, არამედ ძველი სისტემებისთვის საბრძოლო მასალების მოძიებაზეც
- +

20 იანვარი. 2023. 19:40

ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ უკრაინის მხარდამჭერმა ქვეყნებმა ყურადღება უნდა გაამახვილონ არა მხოლოდ უკრაინისათვის ახალი იარაღის მიწოდებაზე, არამედ ძველი სისტემების საბრძოლო მასალების მოძიებასა და ამ სისტემების ექსპლუატაციაში დახმარებაზე.

„ასევე უნდა გვახსოვდეს, რომ არა მხოლოდ ახალ პლატფორმებზე უნდა გავამახვილოთ ყურადღება, არამედ იმის უზრუნველყოფაზეც, რომ ყველა პლატფორმა, რომელიც უკვე არსებობს, ფუნქციონირებდეს ისე, როგორც საჭიროა“, - აღნიშნა ნატოს გენერალურმა მდივანმა.

„ჩვენ გვჭირდება საბრძოლო მასალა. ჩვენ გვჭირდება სათადარიგო ნაწილები. ჩვენ გვჭირდება ექსპლუატაცია და ჩვენ გვჭირდება წვრთნები“, - დასძინა მან.

big_banner
არქივი