logo_geo
ახალი ზელანდიის პრემიერის თანამდებობაზე ჯასინდა არდერნს კრის ჰიპკინსი შეცვლის
- +

21 იანვარი. 2023. 10:30

 

 

ახალი ზელანდიის პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ჯასინდა არდერნის შემცვლელის სავარაუდო ვინაობა ცნობილია.

 

BBC-ის ცნობით, „ლეიბორისტული პარტიის“ თავმჯდომარეობის ერთადერთი კანდიდატი კრის ჰიპკინსია, რომელიც 2008 წლიდან პარლამენტის წევრი იყო, 2020 წლის ნოემბერში კი კორონავირუსის საკითხებში მინისტრად დაინიშნა. ამჟამად 44 წლსი ჰიპკინსი პოლიციის, განათლებისა და საჯარო სერვისების სამინისტროს ხელმძღვანელობს.

 

პირველ ეტაპზე ჰიპკინსი „ლეიბორისტული პარტიის“ თავმჯდომარედ უნდა აირჩიონ, რის შემდეგაც ჯასინდა არდერნი გადადგომის შესახებ ოფიციალურად მიმართავს გენერალ-გუბერნატორს, რომელიც ჰიპკინსს პრემიერ-მინისტრად დანიშნავს.

 

აღსანიშნავია, რომ ოქტომბერში ახალ ზელანდიაში მორიგი საპარლამენტო არჩევნები უნდა გაიმართოს.

 

ახალი ზელანდიის მოქმედმა პრემიერ-მინისტრმა ჯასინდა არდერნმა გადადგომის შესახებ 19 იანვარს განაცხადა და მიზეზად გადაღლა დაასახელა.

 

 

big_banner
არქივი