logo_geo
პერუში დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის შეტაკებების შედეგად 58 ადამიანი დაშავდა
- +

21 იანვარი. 2023. 10:40

 

 

პერუში ანტისამთავრობო გამოსვლების დროს მომხდარი შეტაკებების შედეგად ათობით ადამიანი დაშავდა. Reuters-ის ცნობით, ქვეყნის დედაქალაქ ლიმაში პოლიციამ გამოიყენა ცრემლმდენი გაზი დემონსტრანტების წინააღმდეგ, რომლებიც სამართალდამცველებს ქვებს და შუშის ბოთლებს ესროდნენ.

 

პერუს სამხრეთ ნაწილში, ქალაქ ილავეში 1500-მდე დემონსტრანტი პოლიციის განყოფილებას დაესხა თავს და შენობას ცეცხლი წაუკიდა. ილავეში შეტაკებების შედეგად საავადმყოფოში 8 ადამიანი მოხვდა. ქვეყნის მასშტაბით, დაშავებულთა რაოდენობა 58-ს შეადგენს.

 

პერუში შეტაკებები მას შემდეგ დაიწყო, რაც დეკემბერში კონგრესის დათხოვნის მცდელობის გამო პოლიციამ ყოფილი პრეზიდენტი პედრო კასტილიო დააკავა.

 

 

big_banner
არქივი